четверг, 26 ноября 2009 г.

среда, 18 ноября 2009 г.

სტატისტიკური კვლევა 43-ე საჯარო სკოლაში

პროექტის სახელი: სტატისტიკური კვლევა N43 საჯარო სკოლაში

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გამოკითხვის შედეგად დაადგენენ, რომელი საკითხებია მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, საინტერესო და პრობლემური. მოიპოვებენ ინფორმეციას, შეაჯერებენ და წარმოადგენენ სკოლის სტატისტიკურ მონაცემებს.

პროექტის სრული აღწერა:
1. გამოწვევა – მოსწავლეებს ვაჩვენებთ slide show –ს, რითაც გავაცნობთ სტატისტიკური ეკონომიკისა და ზოგადად სტატისტიკის არსსა და დანიშნულებას;
2. მოსწავლეებე ჩაატარებენ გამოკითხვებს, რათა დაადგინონ საინტერესო და პრობლემურიი საკითხები, რომლის სტატისტიკური კვლევაც მნიშვნელოვნად მიაჩნიათ;
3. შეაჯერებენ და ჩამოაყალიბებენ საკვლევი საკითების ნუსხას, მაგ.: ისტ-ის გამოყენებული გაკვეთილების რაოდენობა და ხარისხი; წარმატებული და წარულმატებელი მოსწავლეების რიცხობრივი მონაცემები და სტატისტიკური მონაცემების პროპორციულობა ასაკთან;
4. მოამზადებენ შესაბამის ტესტებსა და კითხვარებს;
5. განსაზღვრავენ იმ ასაკობრივ ჯგუფებს, სადაც უნდა აწარმოონ გამოკითხვა ან სტატისტიკური კვლევა; სკოლის სტატისტიკური ეკონომიკა; საგნების მიმართ მოსწავლეთა ინტერესების განსაზღვრა სტატისტიკურ კვლევებზე დაყრდნობით; სკოლაში ჩატარებული ღონისძიებების სტატისტიკური მოსნაცემები; სხვადასხვა კონკურსებში, ოლიმპიადებსა და კონფერენციებში გამარჯვებულთა სტატისტიკური მონაცემები წლების მიხედვით (ბოლო 5 წლის); და ა.შ.
ბოლოს, მომზადდებ პრეზენტაცია, რომელსაც გაეცნობიან სლოლის მოსწავლეები და პედაგოგები. ასევე, ამობეჭდილი სახით გამოიკვრება სკოლაში.

მონაწილეთა ასაკი: ძირითადი ჯგუფი - XI კლასი

ვადები/ხანგრძლივობა: 1-2 თვე (საკვლევი თემების რაოდენობის შესაბამისად).

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: გუნდური მუშაობა, დისკუსია, ანალიზი და სინთეზი და ა.შ.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება სკოლის ,,სტატისტიკური რუქა’’.

სარგებელი სხვებისთვის: ეს კვლევა მოსწავლეებში გაზრდის ინტერსესს სხვადასხვა საკითხის მიმართ; მეტად გამჭვირვალე გახდება ძალიან ბევრი საკითხი თუ პრობლემა; დაეხმარება როგორც მოსწავლეებს, ასევე პედაგოგებს პრობლემების დანახვასა და მათი გადაჭრის გზების ძიებაში; გაზრდის მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობას სკოლის ცხოვრებასა და თვითმმართველობაში; და ა.შ.

სამუშაო ენა: ქართული და რუსული

საგნებთა/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა, ეკონომიკა (სტატისტიკური ეკონომიკა), ინფორმატიკა.

შეფასების რუბრიკა

პროექტის ფასილიტატორი: ბესარიონ სიხარულიძე

ფასილიტატორის ელ. ფოსტა: b.sikharulidze@gmail.com